Saturday, April 23, 2016

                                                     მეორე დღის რეფლექსია
 ტრენინგის დასაწყისში გავეცანით მოდულებს, თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი. ტრენერის მითითებით შევქმენით საქაღალდეები ჩვენს პორტფოლიოში, რომლებშიც  სათაურებიდან გამომდინარე ჩავალაგეთ შესაბამისი რესურსები.ასევე  განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და ვისაუბრეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვაზე, რომელიც თავის მხრივ კიდევ მოიცავს  სხვადასხვა  ნაბიჯებს, როგორიცაა თემების სიღრმისეული კვლევა და ანალიზი, სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესის განხილვა და  სასწავლო მიზებთან შესაბამისობა.
    ტრენინგზე ასევე  ვისაუბრეთ 21 საუკეუნის უნარჩვევებზე, მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე და დამატებით აქტივობებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი.
  გავეცანით პროექტის რამდენიმე მოდელსა და მოთხოვნებს, რომელიც დაგვეხმარება ეფექტურად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ჩვენი პროექტი.
   ტრენინგის შუა ნაწილში გავეცანით ბუკლეტებისა და შაბლონების დამზადების რამდენიმე ვერსიას, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი  პროექტების პუბლიკისთვის წარსადგენად და ინტერესის გასაღვივებლად.
ტრენინგის  ბოლო ფაზაში გავხსენით ჩვენი ელექტრონული ფოსტები და ბლოგები, რომელზეც განვათავსეთ ჩვენი რეფლექსია.
  ტრენინგი იყო  ძალიან საინტერესო, მივიღეთბევრი საჭირო რჩევა და ინფორმაცია.
მადლობა ჩვენ ტრენენრს, ბატონ:  ავთანდილ ცნობილაძეს.