Monday, June 6, 2016

ინტელის პროექტი

"მე, როგორც მასწავლებელი"




                                            ინტელის ტრენინგის რეფლექსია.

          2016 წელს გავიარე  Intel-ის ტრენინგი : " პროექტებით სწავლება და ისტით ინტეგრირება", რომლის ძირითადი მიზანია სასწავლო პროექტების სასსწავლო პროექტების სრულყოფილად განხორციელებისას , ისტის ინტეგრირებაში  მასწავლებლის ხელშეწყობა, ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სტანდარტის შესაბამისად.  
         ინტელის სატრენინგო კურსი, ძალიან საინტერესო  აღმოჩნდა, გავიარეთ რვა მოდული და შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს,როგორიცაა სასწავლო პროექტების დაგეგმვა, ვისწავლე თუ როგორ უნდა დავგეგმო სრულყოფილი პროექტი, თავისი პრეზენტაციებით, ბროშურებით, შეფასების რუბრიკებით და ეს ყველაფერი უნდა შეუსაბამო  21-ე საუკუნის უნარებს. შევქმნებით სასწავლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. გავიუმჯობესეთ ბლოგზე მუშაობის უნარი. ასევე გავეცანით ბევრ საინტერესო ტექნიკურ მხარეს, მაგ ვიდეოების ჩაშენებას.
        ტრენინგით გავეცანი ბევრ საინტერესო სიახლეს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს შემდგომ საქმიანობაში. განსაკუთრებით მომეწონა რესურსები და დამხმარე მასალები, რომელიც ვფიქრობ ძალიან დამეხმარება.
         ტრენინგს ვაფასებ დადებითად, იყო ბევრის მომცემი და მასალა საინტერესოდ და გასაგებად იყო მოწოდებული.დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს. მადლობთ. გისურვებთ წარმატებას.