Sunday, December 11, 2011



1.პროექტის სახელი “ჩემი ოჯახი
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები აღწერენ და გაგვაცნობენ თავიანტ ოჯახებსა და საცხოვრებელ ადგილებს ნახატებისა და ჩანაწერების მიხედვით რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ მათი საცხოვრებელი პირობები,
3.პროექტის აქტუალობა. :  მოსწავლეები აღწერენ თავიანთ საცხოვრებელ სახლს, გარემოს, სადაც იზრდებიან და ცხოვრობენ ოჯახის წევრებთან ერთად, ზოგი დახატავს კიდეც სახლს და იქ მაცხოვრებელთაც. ამის შემდეგ კლასში ან სკოლაში მოაწყობენ ნახატების გამოფენას და ჩანახატების წაკითხვას.
4.პროექტის მიზნები : პროექტის მონაწილეები საქართველოში მცხოვრები თანატოლების საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან ინტერნეტის საშუალებით და გაიზიარებენ ერთმანეთის გაჭირვება-დალხინებას.
5.მოსწავლეთა ასაკი:6-15 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა 2010 წლის დეკემბერი-2011წლის ნოემბერი
7.მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტის საშუალებით ქართველი მოსწავლეები ინტერნტის საშუალებით. გაეცნობიან ერთმანეთის საცხოვრებელ სახლებს. გაიგებენ რა უჭირთ, რა ულხინთ მათ. ზოგს ფუფუნება არ აკლია, თბილ, დიდ სახლში ცხოვრობენ და განებივრებულნი არიან, ზოგსაც კი გაყინულ სახლში უწევთ ცხოვრება, თავიანთი სამეცადინო კუთხეც კი არ აქვთ და მაინც წარჩინებულნი არიან.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო ან ვიდეო კამერა სახატავი რვეულები,ფანქრები,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)  მოსწავლეები გამოიყენებენ სახატავ რვეულებს, ფანქრებს, დახატავენ თავიანთ სახლს, ან თუნდაც ისეთ სახლს, სადაც უნდათ რომ იცხოვრონ. ჩაერთვება რაც შეიძლება მეტი მოსწავლე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწსავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული ენა ლიტერატურა /მართლწერა/, ხატვა/ფერების შეზავება, სახლის ესკიზის დახატვა/, ტექნოლოგიები/დოკუმენტბის აკრეფა ტექსტურ რედაქტორში და გაფორმება სახატავი ინსტრუმენტებით/.
11.პროექქტის ხელმძღვანელი: ანა ქობულაძე
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა ana.qobuladze23@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგიana–aobuladze23blogspot.com

No comments:

Post a Comment