Saturday, May 28, 2016

27-28 ,05 2016 წელი- ტრენინგის მეექვსე- მეშვიდე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო ჩვენს მიერ გაკეთებული მასლების გაცნობით, რომელსაც გაეცნო ტრენერი და მოგვცა შესაბამისი მითითებები. ამის შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა დავადგინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რა მეთოდებს და სტრატეგიებს გამოვიყენებთ ამისათვის და რამდენად დაგვეხმარება ეს ყოველივე. გავეცანით სხვადასხვა მაგალითებს და ვისაუბრეთ მათ შესახებ.
     ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით პროექტის მეოთხე მოდულს, სასწავლო ნიმუშების შედგენას, რომლის მთავარი თემაც იყო პროექტის შედეგები მოსწავლეთა თვალთახედვით. ვისაუბრეთ სტრატეგიები შერჩევაზე პროექტზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. სწავლების პროცდურების მონახაზის შექმნაზე. სწავლი შედეგები დემონსტრირების მიზნით ტრენერმა დავალებად მოგვცა შევქმნათ პრეზენტაცია, გაზეთი ან ბუკლეტი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს  შეფასების რუბრიკა.

Saturday, May 14, 2016

მესამე, მეოთხე , მეხუთე დღის რეფლექსია

                                       მესამე, მეოთხე , მეხუთე დღის რეფლექსია
 ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ სტანდარტების გათვალისწინებით პროექტების დაგეგმვა, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე და მოვიყვანეთ ჩვენი პროექტების შესაბამისი მაგალითები.
   შემდეგ ეტაპზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეფასების განსაზღვრა, მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
    ტრენინგის შემდეგ საფეხურზე ვისაუბრეთ პრეზენტაციასა და მის მომზადებაზე ჩვენი სასწავლო პროექტიდან გამომდინარე.
ტრენინგის მეხუთე დღეს ვისაუბრეთ კავშირებზე და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ინტერნეტის როლზე კვლევაში, ინტერნეტ კავშირებზე მსოფლიოსთან, ასევე ვისაუბრეთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე.ვიმუშავეთ ბლოგზე და დრაივზე, გავაკეთეტ სახალისო აქტივობები და გავეცანით საინტერესო ინტერნეთ რესურსებსა და საიტებს, რომლებიც ვფიქრობ მომავალში აუცილებლად დამეხმარება უფრო ეფექტურად დავგეგმო გაკვეთილები.