Saturday, May 28, 2016

27-28 ,05 2016 წელი- ტრენინგის მეექვსე- მეშვიდე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო ჩვენს მიერ გაკეთებული მასლების გაცნობით, რომელსაც გაეცნო ტრენერი და მოგვცა შესაბამისი მითითებები. ამის შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა დავადგინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რა მეთოდებს და სტრატეგიებს გამოვიყენებთ ამისათვის და რამდენად დაგვეხმარება ეს ყოველივე. გავეცანით სხვადასხვა მაგალითებს და ვისაუბრეთ მათ შესახებ.
     ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით პროექტის მეოთხე მოდულს, სასწავლო ნიმუშების შედგენას, რომლის მთავარი თემაც იყო პროექტის შედეგები მოსწავლეთა თვალთახედვით. ვისაუბრეთ სტრატეგიები შერჩევაზე პროექტზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. სწავლების პროცდურების მონახაზის შექმნაზე. სწავლი შედეგები დემონსტრირების მიზნით ტრენერმა დავალებად მოგვცა შევქმნათ პრეზენტაცია, გაზეთი ან ბუკლეტი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს  შეფასების რუბრიკა.

No comments:

Post a Comment